ეპიდემიოლოგიასთან დაკავშირებული კითხვები
რა არის კლინიკური ეპიდემიოლოგია.
კლინიკური ეპიდემიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც იყენებს ეპიდემიოლოგიურ მეთოდებს ცალკეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირებისათვის და საუკეთესო გამოსავალისთვის , რაც ეფუძნება მსგავსი დაავადების მქონე პაციენტების ჯგუფზე დაკვირვებას წარსულში. კლინიკური ეპიდემიოლოგია არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განუყოფელი ნაწილი.
რა არის ეპიდემიოლოგია
მეცნიერება, რომელიც ჯანდაცვის ხელშეწყობის მიზნით, სწავლობს საზოგადოებაში დაავადებების გავრცელების თავისებურებებს და წარმოშობის მიზეზებს
რა არის ეპიდემიოლოგიური ანალიზი
ეს არის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური, ლაბორატორიული და სხვა მონაცემების შეჯერება კონკრეტული ინფექციის გავრცელების მიზეზის, ეპიდღონისძიებების ხასიათის და მასშტაბის დასადგენად
რა არის ოპერატიული ანალიზი ეპიდემიოლოგიაში.
ეს არის მონაცემების ყოველდღიური, ყოველკვირეული და/ან ყოველთვიური შეგროვება, რაც საშუალებას აძლევს ეპიდემიოლოგს შეაფასოს ავადობის დონე სტრუქტურის, ტერიტორიალური და დროში გავრცელების დინამიკის კუთხით .
[:]