GAPINCE

მოგვწერე gapinceorg@gmail.com
დაგვირეკე (995) 577901411
გახდი ჩვენი წევრი

“საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“ გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამფუძნებელ წევრთა გადაწვეტილების საფუძველზე.

ასოციაციის მიზანია სამედიცინო სერვისის მიღებისას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა.

ასოციაციის ყავს 17 წევრისგან შემდგარი მმართველი საბჭო, ასოციაციის წევრები – კლინიკური ეპიდემიოლოგები, ინფექციის კონტროლის სპეციალისტები, ექიმი-სპეციალისტები, თსსუ-ს ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, დკსჯეც-ის და გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგები იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, იღებენ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ და გარკვეული წვლილი შეაქვთ მიზნების მიღწევაში. ვიმედოვნებ, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო ეფექტური იქნება მომავალში.

თუ თქვენ ხართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი – ეპიდემიოლოგი, მუშაობთ ინფექციის კონტროლის საკითხებზე, ქირურგი, რეანიმატოლოგი, ან სხვა სპეციალობის ექიმი ან/და სამედიცინო სფეროს სტუდენტი, რომელიც მომავალში აპირებს აღნიშნული პროფესიის დაუფლებას, გაეცანით წესდებას, დებულებას და თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია და გამოაგზავნოთ ჩვენს ფოსტაზე. ასოციაციის წლიური საწევრო გადასახადი ფიზიკური პირებისათვის შეადგენს 60 ლარს; სტუდენტებისთვის – 25 ლარს; ორგანიზაციებისათვის – 250 ლარს. ჩვენი ორგანიზაციის მიერ განახლდა სააპლიკაციო ფორმა, რომლის შევსებით და მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოგზავნით თქვენ დაადასტურებთ საწევროს გადახდისადმი მზაობას. წევრობის მსურველ ორგანიზაციებთან გაფორმდება მემორანდუმი და ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ჩვენი ასოციაციის წევრებს დამატებით ელ-ფოსტით მიეწოდება ინფექციის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ახალი, ნათარგმნი მასალები, რაც გაუღრმავებს მათ ცოდნას და გაუადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას.

ასოციაციის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები: ა(ა)იპ ,,საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია’’ ს/კ 405129481
სს. ,,საქართველოს ბანკი’’
კოდი : BAGAGE22
ა/ნ: GE22BG0000000193878000.

ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ტიპის ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის სამსახურის, როგორც დარგის ჩამოყალიბებით და განვითარებით.

„საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლია ჯანაშვილი