GAPINCE

მოგვწერე gapinceorg@gmail.com
დაგვირეკე (995) 577901411
გახდი ჩვენი წევრი

ტრენინგი – “ნოზოკომიური ინფექციები სამედიცინო დაწესებულებაში”

ტრენინგი – “ნოზოკომიური ინფექციები სამედიცინო დაწესებულებაში”

მიმდინარეობს რეგისტრაცია “საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალიტთა ასოციაციის” და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ერთობლივ მოკლევადიან აკრედიტებულ კურსზე -“ნოზოკომიური ინფექციები სამედიცინო დაწესებულებაში”, კურსი 2 დღიანია, გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატი (მპ.2017-20 რს-462). სწავლება ჩატარდება 19-20 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-7 სართული, აუდიტორია 718. დასაწყისი 15:00 სთ-ზე. სწავლება ინტერაქტიულია, მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას მსმენელთათვის, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს (ქეისების განხილვა ჯგუფებში, შედეგების პრეზენტაცია და ა.შ).

რეგისტრაციისთვის საჭიროა – პირადობის მოწმობის ასლი, დიპლომის ასლი, პროფესიულ საქმიანობაში სერტიფიკატის ასლი, ცნობა სამსახურიდან (დასაქმებულთათვის).
დაინტერესებულმა პირებმა 15 ივლისის ჩათვლით დოკუმენტაცია გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – tinatingabrichidze@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ -555911517 თინათინ გაბრიჩიძე

35240213_534314650295931_86416794989887488_n 35244124_534314470295949_3770580260496605184_n 35286538_534315130295883_3582483069711417344_n 35226925_534314863629243_5390399224535842816_n