GAPINCE

მოგვწერე gapinceorg@gmail.com
დაგვირეკე (995) 577901411
გახდი ჩვენი წევრი

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება

დაიწყო რეგისტრაცია “საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის” და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ერთობლივ სასწავლო კურსზე, რომელიც მოიცავს ინფექციის კონტროლის საკითხებს.
კურსი აკრედიტებულია (მპ.2017-18 რს-460; მპ..2017-19 რს-461;მპ..2017-20 რს-462;მპ.2017-21 რს-463), შედგება 4 მოდულისგან, შესაძლებელია როგორც ყველა, ასევე ცალკეული მოდულის შერჩევა, თითოეულ მოდულზე გაიცემა სახელმწიფო სერთიფიკატი.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:
ცნობა სამუშაო ადგილიდან (თუ პირი დასაქმებულია), დიპლომის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, სახელმწიფო სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ადგილზე დაიწერება სტანდარტული ფორმის განცხადება.
საბუთები უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე:
ვაჟა-ფშაველას 33 (თსსუ რექტორატის შენობა), მე-7 სართული, 706 ოთახი, ნანა კალანდაძე (უპგ სამსახური).
საკონტაქტო ტელეფონებია: (+995 32) 223 42 03; (+995 32) 254 25 51

http://tsmu.edu/tsmugeo/tsmuuni/index.php?shgv=1&gv_id=7&m_id=6&qve1_id=3&qve2_id=0&qve3_id=0&qve4_id=0