GAPINCE

მოგვწერე gapinceorg@gmail.com
დაგვირეკე (995) 577901411
გახდი ჩვენი წევრი

ჩვენს შესახებ

ორგანიზაციის შესახებ

56756

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირდა 2015 წლის 18 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ორგანიზაციის ინგლისური სახელწოდება ,,Georgian Association for Professionals in Infection Control and Epidemiology ‘’ . შემოკლებული ვარიანტი ინგლისურად:  ,,GAPINCE’’.

ორგანიზაციაში გაერთიანებულია 100-მდე წევრი, მათ შორის საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, თსსუ ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, დკსჯეც-ის ეპიდემიოლოგები, მათ შორის, სამმართველოების ხემძღვანელები, ქალაქის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგები, ჰოსპიტალური ეპიდემიოლოგები, მათ შორის არიან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან.

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის  დამფუძნებლები არიან:

  • ლია ჯანაშვილი – ორგანიზაციის პრეზიდენტი, ინფექციონისტი
  • თინათინ გაბრიჩიძე – ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი,  ექიმი-ეპიდემიოლოგი
  • ეკატერინე ფერაძე – ექიმი-ეპიდემიოლოგი

ორგანიზაციის დაფუძნებულია შემდეგი მიზნების მიღწევისათვის

  • საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე ტიპის სამედიცინო მომსახურების სისტემის უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ნაწილის –ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის სამსახურის, როგორც დარგის ჩამოყალიბების და განვითარების ხელშეწყობის გზით;
  • სამედიცინო დახმარების  ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა.
  • საგარეო ურთიერთობების დამყარება საზოგადოებრივ პროფესიულ, სამეცნიერო, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან.
  • პაციენტის უფლებების დაცვა – მიიღოს მომსახურეობა სუფთა და უსაფრთხო გარემოში სუფთა ხელებით;
  • სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიური, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ-ჰიგიენური საქმიანობის  დონის ამაღლების ხელშეწყობა სტანდარტების შემუშავების გზით;
  • ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ-ჰიგიენურ საკითხებთან მიმართებაში სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
  • კლინიკური ეპიდემიოლოგის და ინფექციის კონტროლის სპეციალისტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა.
  • დეკონტამინაციის თანამედროვე კონცეფციის შემუშავება, შემდგომში მისი პრაქტიკაში დანერგვისა და განვითარების მიზნით;
  • დეკონტამინაციის თანამედროვე სტანდარტებისა და ნორმატივების შემუშავება, დანერგვის ხელშეწყობა და მიღებული შედეგების ანალიზი და კონტროლი;
  • ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ საქმინობასთან დაკავშირებული დიპლომისშემდგომი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა;
  • დამხმარე სამედიცინო პერსონალის მომზადება სერთიფიცირების პროცესისათვის და  პრაქტიკულად განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარული საქმიანობის დარგში სამეცნიერო კვლევითი, სამუშაოებისა და პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის შემუშავება და კოორდინაცია საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
  • ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ დარგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების შესწავლა და  ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობა;
  • ამ სამსახურებისათვის საჭირო აღჭურვილობისა და საშუალებების შეფასება და პროპაგანდა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

თუ გსურთ თქვენს დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შეფასება და ან გაუმჯობესება

ჩვენი ასოციაციის წევრები მემორანდუმის საფუძველზე ჩაატარებენ დაინტერესებული სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულების აუდიტს ინფექციური კონტროლის საკითხებთან მიმართებაში, რაც ასევე მოიცავს სისუფთავესთან დაკავშირებულ სტანდრტსაც.

გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, წერილობით გადმოგცემთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის რეკომენდაციებს. ასევე მოთხოვნის შემთხვევაში დაატრენინგებს თქვენს თანამშომლებს და გარკვეულ ვადაში მოახდენს  პროცესის მონიტორინგს. აუდიტის საკითხების შერჩევა მოხდება თქვენს მიერ, შემოთავაზებული ჩამონათვალიდან. დაცული იქნება კონფიდენციალურობა.