GAPINCE

მოგვწერე gapinceorg@gmail.com
დაგვირეკე (995) 577901411
გახდი ჩვენი წევრი

უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული მოკლევადიანი პროგრამები

უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული მოკლევადიანი პროგრამები

“საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყო უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი პროგრამების – “ნოზოკომიური ინფექციები სამედიცინო დაწესებულებაში”(აკრედიტაციის #მპ.2017-20 რს-462), “სამედიცინო დაწესებულების სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების მართვა” (აკრედიტაციის #მპ.2017-21 რს-463) , “ხელის ჰიგიენა და ინფექციის პრევენცია სამედიცინო დაწესებულებაში” (აკრედიტაციის #მპ.2017-18 რს-460), “იზოლაციის პრინციპები და ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებაში”(აკრედიტაციის # მპ.2017-19 რს-461)  განხორციელება. ტრენერები ირაკლი მჭედლიშვილი, ლია ჯანაშვილი, თინათინ გაბრიჭიძე, ინგა გვასალია, ნატალია გარუჩავა, დარეჯან ჩიკვილაძე.

სწავლება ინტერაქტიულია და მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას მსმენელთათვის, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს (სმა ინფექციების შემთხვევების ქეისები, დოკუმენტაციის წარმოება, ონლაინ-ანგარიშგების ფორმების შევსება, საკონტროლო ფურცლების წარმოება და ა.შ). 5 ივნისიდან დღემდე პროგრამა გაიარა ორმოცმა მსმენელმა (ეპიდემიოლოგები, კლინიცისტები, ინფექციის კონტროლის სპეციალისტები, მთავარი ექთნები). თითოეული პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კურსზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით 577901411, 555911517