GAPINCE

მოგვწერე gapinceorg@gmail.com
დაგვირეკე (995) 577901411
გახდი ჩვენი წევრი

ტრეინინგი თემაზე “ინფექციის კონტროლი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას”

ჩვენი ასოციაცია გთავაზობთ  სასწავლო კურსს  თემაზე “ინფექციის კონტროლი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას”

“საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენი ასოციაციის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებისათვის შემუშავდა პროტოკოლი და სასწავლო მასალა.

სასწავლო  მასალის ძირითადი თემატიკაა: ინფიცირების რისკ-ფაქტორების შეფასება და მართვა, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკური ღონისძიებები, უსაფრთხო პროცედურები სილამაზის სალონებში(ტატუ, პირსინგი, მანიკური და ა.შ), დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია,  სახიფათო ნარჩენების მართვა, თეთრეულის მართვა, ხელის ჰიგიენა, საკანონმდებლო რეგულაციები და სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ


საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებას ეყოლება პირი, რომელიც იქნება განსწავლული ინფექციის კონტროლის საკითხებში.

განსწავლულმა პერსონალი შეძლებს შემდეგი ინსტრუქციების შედგენას:

  • მრავალჯერადი ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დამუშავება-დეზინფექცია და სტერილიზაციის წესი;
  • ნარჩენების მართვის გეგმა;
  • ხელების ჰიგიენა;
  • ინდივიდუალური დაცვის საშულებების გამოყენების წესი;
  • სადეზინფექციო ხსნარების დოზირების წესი;
  • ზედაპირების წმენდა-დეზინფექციის წესი და რეჟიმი.
  • სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება.

 

კურსის ხანგრძლივობა : 2 დღე
კურსის ღირებულება : 60 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 555-91-15-17 და ელ-ფოსტაზე info@gapince.org

სასწავლო კურსი მოწონებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თ.ს.ს.უ ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის მიერ. იხილეთ შესაბამისი დოკუმენტები: