GAPINCE

მოგვწერე gapinceorg@gmail.com
დაგვირეკე (995) 577901411
გახდი ჩვენი წევრი

ტრენინგი -“ნოზოკომიური ინფექციები სამედიცინო დაწესებულებაში”

ტრენინგი -“ნოზოკომიური ინფექციები სამედიცინო დაწესებულებაში”

მიმდინარეობს რეგისტრაცია “საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალიტთა ასოციაციის” და თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ერთობლივ მოკლევადიან აკრედიტებულ კურსზე -“ნოზოკომიური ინფექციები სამედიცინო დაწესებულებაში”, კურსი 2 დღიანია, გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატი (მპ.2017-20 რს-462). სწავლება ჩატარდება 11-12 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-7 სართული, აუდიტორია 718. დასაწყისი 14:00 სთ-ზე. სწავლება ინტერაქტიულია, მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას მსმენელთათვის, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს (ქეისების განხილვა ჯგუფებში, შედეგების პრეზენტაცია და ა.შ).

რეგისტრაციისთვის საჭიროა – პირადობის მოწმობის ასლი, დიპლომის ასლი, პროფესიულ საქმიანობაში სერტიფიკატის ასლი, ცნობა სამსახურიდან (დასაქმებულთათვის).
დაინტერესებულმა პირებმა 10 ოქტომბრის ჩათვლით დოკუმენტაცია გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – tinatingabrichidze@gmail.com.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ -555911517, 577901411

37410800_414522999035713_7576846867384762368_n